08
აპრილი
2024
განათლების სექტორი ბაზრის მოთხოვნასთან აცდენილია
2024 წლის იანვარში დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე აქტიურად განიხილებოდა მომავლის პროფესიებისა და დასაქმების თემა. ფორუმის 2023 წლის ანგარიშის, Future of Jobs Report-ის თანახმად, ახალი ტექნოლოგიებისა და ეკონომიკების მწვანე სტანდარტებზე გადასვლით მსოფლიოში 69 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება; ამავდროულად დღეს არსებული 83 მილიონი სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დგას ეკონომიკური სირთულეებისა და ავტომატიზაციის გამო.