20
დეკემბერი
2013
საზღვრებს მიღმა: საპენსიო რეფორმა სომხეთში
2014 წლის პირველი იანვრიდან სომხეთი სრულიად ახალ საპენსიო სისტემაზე გადადის. ეს რადიკალური რეფორმა ემსახურება ორი პრობლემის მოგვარებას: ასაკოვან მოქალაქეთა შორის გავრცელებულ სიღარიბესა და ეკონომიკაში კაპიტალის ნაკლებობას. ანალოგიური პრობლემები არსებობს საქართველოშიც, სადაც სტანდარტული სახელმწიფო პენსია 150 ლარს შეადგენს, დაზოგვის დაბალი დონის გამო კი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კაპიტალის მაღალი დანახარჯები აბრკოლებს.