შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი გუნდი

თამარ ბლიაძე
უფროსი მკვლევარი

თამარ ბლიაძე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია, სადაც მუშაობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. მას მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET, 2021) და ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ, 2019). ამჟამად, ის სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე, რომლის დასრულებასაც 2026 წელს გეგმავს.

ISET-ის კვლევით ინსტიტუტში მუშაობის დაწყებამდე, თამარი სამი წლის განმავლობაში მუშაობდა Carrefour საქართველოში უფროს ბიზნეს ანალიტიკოსად. მისი აკადემიური გამოცდილება მოიცავს ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე მაკროეკონომიკის I, II და IV მოდულების ლექტორის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობას. ამჟამად, ISET-ის კვლევით ინსტიტუტში მკვლევრის პოზიციასთან ერთად, ის არის ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში და აგრძელებს მუშაობას ISET-ში ასისტენტად მუშაობას, სადაც საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ეკონომეტრიკას ასწავლის.

შეავსე ფორმა