კვლევითი გუნდი
სოფიო მკერვალიძე 2023 წლიდან ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მკვლევარია მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. სოფიო თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია.
ISET-ის კვლევით ინსტიტუტში მუშაობის პარალელურად, სოფიო არის ლექტორის თანაშემწე ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის კურსებზე „ფული და საბანკო საქმე" და „საერთაშორისო ვაჭრობა". ISET-ის კვლევით ინსტიტუტში მოსვლამდე, იგი Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ბრემენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში PhD სტუდენტის თანაშემწე იყო ბიზნესის ადმინისტრირების, კორპორატიული ბუღალტერიისა და კონტროლინგის კათედრაზე. მანამდე იგი, PMC კვლევით ცენტრში კვლევით სტაჟიორად მუშაობდა.
მსგავსი ნამუშევრები
ყველას ნახვა