შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი გუნდი

გიორგი პაპავა
უმცროსი მკვლევარი

გიორგი პაპავა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტია და კერძო სექტორის განვითარების პოლიტიკის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს. გიორგი ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის კანდიდატია ეკონომიკის მიმართულებით. მისი სადოქტორო ნაშრომია „სავაჭრო პოლიტიკა ლობირებისა და ჰეტეროგენულად გულგრილი ამომრჩევლის პირობებში“, რომლის თანაავტორიც ლაშა ჭოჭუაა. გიორგი ჩიკაგოს უნივერსიტეტისა (2012 წ.) და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (2008 წ.) ეკონომიკის მაგისტრის ხარისხებსაც ფლობს.

გიორგი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდს 2020 წელს შეუერთდა, მანამდე კი არაერთ საკონსულტაციო თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ეკონომიკური კონსულტანტის როლში.

გიორგი CERGE-EI-ის კარიერული ინტეგრაციის სტიპენდიანტია (CIF) და ამჟამად ISET-ში კანონისა და ეკონომიკისა და ინდუსტრიული ორგანიზაციის კურსებს ასწავლის. მისი კვლევითი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობა, ინდუსტრიული ორგანიზაციები, პოლიტიკური ეკონომიკა, საჯარო პოლიტიკა და მონეტარული ეკონომიკა.

მსგავსი ნამუშევრები

ყველას ნახვა
შეავსე ფორმა