მენეჯმენტი
სოფა გუჯაბიძე
დირექტორის მოადგილე საგარეო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების საკითხებში
(+995) 322 507 177 (შიდა: 116)
სოფაზე რაც უნდა იცოდეთ, ისაა, რომ ენებისა და თარგმანის მაგისტრის წოდება აქვს და წლებია კომუნიკაციების სფეროში მუშაობს. სოფა ISET-ში 2008 წელს მოვიდა. თავდაპირველად აკადემიურ საქმეთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და მის უმთავრეს მოვალეობებს შორის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა, სტუდენტების მიღებისა და ჩარიცხვების კურირება იყო.
2018 წლიდან სოფამ საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე გადაინაცვლა და ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კომუნიკაციებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
სოფა ISET-ის გუნდს დაარსებიდან მალევე შეუერთდა, რამაც საშუალება მისცა, ორგანიზაციის არაერთი ტრადიციისა და კორპორაციული კულტურის სულისჩამდგმელი ყოფილიყო.