გუნდი
მეისონ სოული ISET-ის კვლევით ინსტიტუტში პროექტების ოფიცრის პოზიციაზე მუშაობს და საგრანტო პროექტებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიებაზე, საგრანტო წინადადებების მომზადებასა და ბიზნესის განვითარების მიმართულებაზეა პასუხისმგებელი. მეისონი ინდიანას უნივერსიტეტის რეგიონული ეკონომიკის დოქტორის ხარისხის კანდიდატია. იგი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საკონტრაქტო კვლევებზე – Battelle Memorial Institute-ში პასუხისმგებელი იყო პროგრამების წარდგენაზე, ორგანიზებაზე, მართვასა და შეფასებაზე, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში ტექნილოგიების შეფასებაზე.
აშშ-ის მთავრობის მიერ ბოლო დროს დაფინანსებულ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში მეისონი Battelle-ის წარმომადგენელი იყო საქართველოში და კომერციალიზაციისა და მდგრადობის აქტივობებს ხელმძღვანელობდა, რომელთა მიზანიც ლუგარის ლაბორატორიისა და საქართველოს ცხოველებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბიო-ლაბორატორიისთვის საერთაშორისო ბიზნესისა და სამეცნიერო თანამშრომლობების მოძიება იყო. მრავალი წლის განმავლობაში მესიონი ქიმიურ-ბიოლოგიურ-ბირთვული თავდაცვის ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზატორიც იყო. კონფერენციას, რომლის მხარდამჭერებიც ხორვატიის, საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობები არიან, ორჯერ უმასპინძლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში.