შეავსე ფორმა
Logo

გუნდი

გურანდა დარჩიძე
კომუნიკაციების უფროსი ოფიცერი
+995 322 507 177 (შიდა 224)

გურანდა დარჩიძე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდს 2015 წელს შეუერთდა და ამჟამად კომუნიკაციების უფროსი ოფიცრის პოზიციაზე მუშაობს. გურანდა 2014 წელს ნორსისტერნის უნივერსიტეტის პროექტების მართვის მაგისტრი გახდა ლიდერობის მიმართულებით. მანამდე კი ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე მოიპოვა თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით.

ISET-ში მოსვლამდე გურანდა საჯარო მოხელე იყო და 3 წლის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საშუალო და მცირე ზომის სახელმწიფო პროექტების დაგეგმვაზე, მართვასა და მონიტორინგზე მუშაობდა. 

ISET-ში გურანდა მონაწილეობს კომუნიკაციის ყოველწლიური სტრატეგის შემუშავებასა და განხორციელებაში, პასუხისმგებელია ორგანიზაციი საკომუნიკაციო ტექსტების ხარისხობრივ გამართულობაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე, პასუხისმგებელია ბლოგებზე, ვებ-გვერდზე ინფორმაციის განახლებასა და პროექტებზე, მონაცემთა და საკონტაქტო ბაზების სპეციალური სიების მართვაზე. 

შეავსე ფორმა