მმართველი საბჭო
კობა გვენეტაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭის თავმჯდომარე
კობა გვენეტაძე 2016 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტია. 2015-2016 წლებში იგი ეკონომიკური მრჩეველი იყო Galt & Taggart-ში. 2002-2015 წლებში იგი აშში, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ეკონომისტი იყო. 2001-2002 წლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, 2000-2001 წლებში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს იგი საქართველოს ეროვნულ ბანკში უფროსი ეკონომისტის, საერთაშორისო სავალუტო ფონდში კი ეკონომისტის პოზიციაზე მუშაობდა. ბატონი გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 2000 წელს კი იგი ამერიკული უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრი გახდა.