მმართველი საბჭო
ანდერს ოლოფსგარდი
სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
ანდერს ოლოფსგარდი ამჟამად სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის ასოცირებული პროფესორია. მანამდე იგი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ედმუნდ ვოლშის საგარეო ურთიერთობების სკოლის ასოცირებული პროფესორი იყო.
ანდერსმა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი 2001 წელს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკურ სწავლებათა ინსტიტუტში მიიღო. მისი ძირითადი ინტერესები პოლიტიკური ეკონომიკა, განვითარება, გამოყენებითი მიკროეკონომიკა. იგი არაერთი სტატიის ავტორია ეკონომიკისა თუ პოლიტიკურ მეცნიერებათა ჟურნალებში. ანდერსი მოწვეული მკვლევარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების დეპარტამენტში და უმუშავია მსოფლიო ბანკის, USAID-ისა თუ შვედეთის პარლამენტის არაერთ პროექტზე.