მმართველი საბჭო
ეთერ კვინტრაძემ 1996 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც ვილიამსის კოლეჯის ეკონომიკის მაგისტრი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორი გახდა. მან ორივე პროგრამა ედმუნდ მასკის სტიპენდიის ფარგლებში გაიარა.
ეთერი 2006 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ISET-ის შექმნის საქმეში და 2010 წლამდე ინარჩუნებდა არაოფიციალური მრჩევლის როლს. 2010 წლიდან კი ოფიციალურად გახდა ISET-ის მმართველი საბჭოს წევრი. კარიერის განმავლობაში, ეთერი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის პროგრამების წარმომადგენელი მოზამბიკში, ბანგლადეშსა და შრი-ლანკაში. ამჟამად ეთერი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელია შრი-ლანკასა და მალდივებში, სადაც იგი ბანგლადეშიდან გადავიდა.