შეავსე ფორმა
Logo

მმართველი საბჭო

სევერინ მაისტერი
საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგის, Constantia Beteiligungs AG- ის აღმასრულებელი დირექტორი, ლიხტენშტაინის ქალაქ ვადუზში

სევერინ მაისტერი 1981 წლის 9 იანვარს გერმანიაში დაიბადა და საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდნგის Constantia Beteiligungs AG-ის აღმასრულებელი დირექტორია ლიხტენშტეინში, ვადუზში.

სევერინი Schrack Technik International AG-ის საბჭოს წევრი, შპს ენერგო არაგვის თავმჯდომარე და სხვადასხვა სექტორში მომუშავე რამდენიმე სხვა კომპანიის საბჭოს წევრია ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკაში.

2013 წლიდან სევერინი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის უფროსი მრჩეველია. იგი გერმანიის საზღვაო ფლოტში წყალქვეშა გემის მეთაური და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დაგეგმარების შტაბის წევრი იყო. მისი ამჟამინდელი სამხედრო წოდება არის მეთაური/ლეიტენანტი პოლკოვნიკი (NATO OF 4).

სევერინ მაისტერს აქვს გეტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და ბოლცანოს თავისუფალი უნივერსიტეტის ეკონომიკის ხარისხი. იგი ესპანეთში, მადრიდის ავტონომიურ უნივერსიტეტშიც სწავლობდა ეკონომიკას. მისი მიმართულება კანონი და ეკონომიკა იყო, ამის შემდეგ იგი ბოლცანოს თავისუფალ უნივერსიტეტის კანონისა და ეკონომიკის პროგრამის მენტორიც იყო. სევერინ მაისტერი საზაფხულო სკოლებში მოწვეული ლექტორის სტატუსით ხშირად კითხულობს ლექცებს ინვესტიციებზე, საგადასახადო სისტემებზე, საკანონმდებლო სტაბილურობასა და თავისუფალ ბაზრებზე. მას შემდეგ რაც პირველი ტექ სტარტაპი დააფუძნა, რომელიც მცირე ბიზნესებს მონაცემთა ბაზების გამოყენებაში ეხმარებოდა, სევერინი სერიოზულად არის დაინტერესებული, როგორ შეიძლება სასწავლო ალგორითმების გამოყენება დიდი მონაცემების ანალიზში და რა გავლენას ახდენს ახალი ტექნოლოგიები ბიზნესებსა და საზოგადოებაზე. 

სევერინი საქველმოქმედო საქმიანობაშიც არის ჩართული და კატარინა ტარნაუერის კერძო ფონდისა (სოციალური ბიზნეს-სტარტაპების ინკუბატორი) და ოტო ვან ჰაბსბურგის ფონდის (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ევროპული გაერთიანების მხარდაჭერა) საბჭოს წევრია. პარალელურად იგი ახალგაზრდა ნაოსანთა ასოციაციაში ბოისკაუტ ბიჭებს გემის კაპიტნობისთვის წვრთნის.

1998-2010 წლებში სევერინი პროფ. ოტო ვან ჰაბსბურგის ასისტენტი იყო ევროპის პარლამენტში და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა.

სევერინი თავისუფლად საუბრობს გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად და იტალიურად. მისი ჰობია ნაოსნობა, თხილამურებზე სრიალი, ჯეტსერფინგი და მარათონები.

შეავსე ფორმა