შეავსე ფორმა
Logo

მმართველი საბჭო

ნერსეს იერიციანი
სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე

ნერსეს იერიციანი ISET-ის მმართველ საბჭოში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას წარმოადგენს. ამჟამად იგი სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილეა. მანამდე იგი სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტში, სომხეთის ცენტრალურ ბანკსა და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა. სომხეთის ცენტრალურ ბანში იგი სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა: იყო თავმჯდომარის მრჩეველი, მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ორი მოწვევის საბჭოს წევრი, თავმჯდომარის მრჩეველი (მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), ფინანსური მონიტორინგის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ნერსესი საერთაშორისო სავალუტო ფონდში ნიდერლანდების აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველის პოზიციაც მუშაობდა.

ნერსესის პროფესიული საქმიანობა მოიცავს კერძო და საფინანსო სექტორების განვითარებას, მონეტარული პოლიტიკის განვითარებას, საბანკო და ფინანსურ ბაზრებს. იგი აქტიურადაა ჩართული სომხეთში საპენსიო, ინსპექციის განვითარების, ხარისხის ინფრასტრუქტურის, E-Armenia-ს, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმებში. ის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორია, მათ შორისაა თანამედროვე საბანკო საქმის სახელმძღვანელოს „ცენტრალური ბანკის ოპერაციები, მონეტარული პოლიტიკის“ თავი. მან ერევნის ეროვნული ეკონომიკის ინსტიტუტში შეიმუშავა სალექციო კურსი „ფულის ეკონომიკა, საბანკო და ფინანსური ბაზრები“. 2009 წელს ნერსესი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა. ნერსესი ეკონომიკის დოქტორია და მისი სადოქტორო ნაშრომი იყო „სომხეთში ფინანსური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გამოწვევები“.

შეავსე ფორმა