შეავსე ფორმა
Logo

მმართველი საბჭო

პოლ ვახტელი
ლეონარდ შტერნის ბიზნესის სკოლის ნიუ იორკის უნივერსიტეტის ISET– ის საერთაშორისო ფაკულტეტის კომიტეტის თავმჯდომარე

პოლ ვახტელი ეკონომიკის პროფესორი და ბიზნესისა და პოლიტიკური ეკონომიკის პროგრამის აკადემიური დირექტორია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლაში. პროფ. ვახტელი მონეტარული პოლიტიკის, საბანკო საქმისა და ცენტრალური ბანკების, გლობალური მაკროეკონომიკის კურსებს კითხულობს. იგი 1972 წლიდან ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მუშაობს. სხვადასხვა დროს პროფ. ვახტელი ეკონომიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე და სტერნის პროგრამების განვითარების დეკანის მოადგილე იყო. თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობდა უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოზეც. მისი ძირითადი კვლევითი ინტერესებია: მონეტარული პოლიტიკა, ცენტრალური ბანკები და გარდამავალ ეტაპზე მყოფ ეკონომიკებში ფინანსური სექტორების რეფორმა. პროფ. ვახტელი არაერთი წიგნის ავტორია, მათ შორის „საბანკო სფერო გარდამავალ ეკონომიკებში: ბაზარზე ორიენტირებული საბანკო სექტორების განვითარება ევროპაში (ედვარდ ელგარი, 1998 წ.).

პროფ. ვახტელის სტატიები იბეჭდება სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორისაა: ეკონომიკური კვლევების ჟურნალი, საბანკო საქმე და ფინანსები, შედარებითი ეკონომიკის კვლევები, ფულადი კრედიტებისა და საბანკო საქმის ჟურნალი. პროფ. ვახტელი შედარებითი ეკონომიკური კვლევების ჟურნალის თანარედაქტორი და დუბროვნიკის ეკონომიკური კონფერენციის პროგრამის თავმჯდომარეა. იგი იყო მკვლევარი ეკონომიკური კველევების ეროვნულ ბიუროში, მთავარი ეკონომიკური მრჩეველი აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტში და კონსულტანტი ისრაელის ბანკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში. პროფ. ვახტელი ქვინსის კოლეჯის ბაკალავრი და როჩესტერის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრი და დოქტორია.

შეავსე ფორმა