შეავსე ფორმა
Logo

მმართველი საბჭო

პროფესორი სტეფან ფონ კრამონ-ტაუბადელი
გეტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის დეპარტამენტის აგრარული პოლიტიკის თავმჯდომარე

პროფ. სტეფან ფონ კრამონ-ტაუბადელი გეტინგენის ჯორჯ-აუგუსტის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის დეპარტამენტის აგრარული პოლიტიკის თავმჯდომარეა. პროფ. კრამონ-ტაუბადელმა სოფლის მეურნეობის ეკონომიკა ჯერ მაკგილის უნივერსიტეტის მაკდონალდის კოლეჯში (კანადა, მონრეალი), შემდეგ კი მანიტობას უნივერსიტეტში (კანადა, მანიტობა) ისწავლა, რის შემდეგაც ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მიიღო ქრისტიან ალბრეხტის უნივერსიტეტში (გერმანია, კილი). პროფ. კრამონ-ტაუბადელის საკუნსულტაციო და კვლევითი საქმიანობის ძირითადი თემებია აგრარული სექტორის რეფორმა გარდამავალ ეკონომიკებში, აგრარული პოლიტიკა გერმანიასა და ევროკავშირში.

პროფ. კრამონ-ტაუბადელი აქტიურად მუშაობდა როგორც აგრარული პოლიტიკის მრჩეველი, მათ შორის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში, მსოფლიო ბანკსა და გერმანიის მთავრობაში. 1996-2006 წლებში იგი უკრაინაში ეკონომიკურ რეფორმებში გერმანელ მრჩეველთა გუნდის წევრი იყო, რომელსაც 2004-2006 წლებში ხელმძღვანელობდა კიდეც. 2005 წლიდან იგი ბელარუსში გერმანელ ეკონომისტთა გუნდის თანახელმძღვანელია. 2015 წლიდან იგი ნანძინის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და სოფლის მეურნეობის ეკონომისტთა საერთაშორისო ასოციაციის მდივან-ხაზინადარია.

მსგავსი ნამუშევრები

ყველას ნახვა
შეავსე ფორმა