პირველად გოგის 2015 წლის ზამთარში შევხვდით, როდესაც ფერმერებისგან ინტერვიუებს ვიღებდით რატის მშობლიურ ქვემო ალვანში. ახმეტის რაიონში მდებარე ქვემო და ზემო ალვანი ჩვეულებრივი კახური სოფლები არ გეგონოთ. ამ სოფლებს ზამთრის სადგომად იყენებენ თუშეთის მაცხოვრებლები. თუშეთსა და კახეთს ერთმანეთისგან აბანოს უღელტეხილი (3,000 მ.) ჰყოფს.
ამ კვირაში ქართველი საზოგადოება შოკში ჩააგდო ქართველი მასწავლებლების მიერ სასერთიფიკაციო გამოცდებზე მიღებულმა შედეგებმა. როგორც DFWatch.net 10 მარტს (ციტირებულია ქართული წყარო) იუწყებოდა, იანვარში მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებული 10,552 მასწავლებლიდან გამოცდაზე 6,477 გავიდა, რომელთაგან მხოლოდ 1,101 გადალახა მინიმალური ზღვარი.
საქართველო მტკნარი წყლებით მდიდარი კავკასიური ქვეყანაა, რაც მას კარგ პოზიციაში აყენებს მთიან რეგიონში მაღალი ხარისხის კალმახის საწარმოებლად. თუმცა ქართული კალმახის სექტორს ჯერ კიდევ აქვს პრობლემები და რიგი შეზღუდვებისა, რაც აფერხებს მის შემდგომ განვითარებას.
დადი კრავიცის მსგავსად, არც ქართველებს არ უნდათ თავიანთ მიწის ნაკვეთთან განშორება, რამდენადაც მცირე და არაპროდუქტიულიც არ უნდა იყოს იგი. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, საქართველოს სოფლის მეურნეობაში, უკვე დიდი ხანია, არავითარი სტრუქტურული ცვლილება არ ხდება, რის გამოც სექტორის პროდუქტიულობა დაბალია, რაც საზოგადოების ყველაზე ღარიბ ფენებს შემოსავლების გარეშე ტოვებს.
ძველი ბერძნების საქართველოთი აღფრთოვანება მხოლოდ ოქროს საწმისით არ შემოიფარგლებოდა. ლეგენდის თანახმად, ისინი საქართველოს "გეორგიას" უწოდებდენ, რომელიც ბერძნული სიტყვიდან „γεωργός“ მოდის და მიწის მუშაკთა ქვეყანას ნიშნავს, რაც ბერძნების თვალში მათ ჯერ კიდევ მომთაბარე მეზობელი ტომებისგან გამოარჩევდა. ქართველებმა (კერძოდ, იბერიელებმა და კოლხებმა), როგორც ჩანს, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს არგონავტებზე, რახან ასეთი აღიარება დაიმსახურეს.