საცალო საკვების ფასები წინა თვესთან (მაისის ბოლო კვირასთან) შედარებით 7.6%-ით, წინა წელთან (2015 წლის მაისთან) შედარებით კი 10.1%-ით დაეცა. ფასები ყველაზე მეტად დაეცა შემდეგი პროდუქტებისთვის: პომიდორი (-65.5%), კიტრი (-63.3%), ბადრიჯანი (-33.7%). მხოლოდ რამდენიმე პროდუქტის ფასი გაიზარდა. ყველაზე მეტად გაიზარდა კომბოსტოს (12.8%), ჩაის (7.3%) და ბრინჯის (7.2%) ფასები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2016 წლის 30 ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
სეზონთან ერთად ქართული სურსათის ფასებიც შეიცვალა. ივნისის მეორე კვირაში სურსათით მოვაჭრე საქართველოს ძირითადმა საცალო ქსელებმა (კარფური, გუდვილი, ფრესკო და სპარი) ფასები წინა წელთან შედარებით საშუალოდ 3.9%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 1.8%-ით დაწიეს. მაისის ბოლოსთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად შეიცვალა შემდეგი პროდუქტებისთვის: ბადრიჯანი (-21%), მაკარონი (-10.3%), ყავა (-5.7%), ხორბლის ფქვილი (+11%), წიწიბურა (+10.5%) და ნიორი (+6.8%).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2016 წლის 15 ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.