COVID-19-ის პანდემიის ფონზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სასურსათო მაღაზიების ცარიელი თაროების სურათები გამოჩნდა. ჯერჯერობით, აღნიშნული ფაქტები საკვები პროდუქტების რეალური დეფიციტით არ არის განპირობებული და ისინი პანიკაში ჩავარდნილი მომხმარებლების ქცევას ასახავს, რომლებმაც სურსათის დიდი რაოდენობით მომარაგება დაიწყეს.
პროექტის მიზანია წყლის ეროვნული პოლიტიკისა და საქართველოს წყლის პოლიტიკის ჩარჩოს გრძელვადიანი ხედვის განმტკიცებასთან დაკავშირებული საჭიროებებისა და გამოწვევების შეფასება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო დარჩენილი, თუმცა 2012 წლიდან სექტორი ყურადღების ცენტრში მოექცა. სახელმწიფოს მიერ სექტორის დაფინანსება 2011 წელს 85 მლნ. ლარიდან მომდევნო წლებში 200 მლნ. ლარამდე გაიზარდა და 2020 წლისთვის თითქმის 293 მლნ. ლარი შეადგინა. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერი ათზე მეტი პროგრამა შეიმუშავა. 2013 წელს დაარსდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოც (APMA), რომელიც აღნიშნული პროგრამების მართვაზეა პასუხისმგებელი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.