სურსათის ფასების ზრდა და მათი არასტაბილურობა გლობალური პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით იმ იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს აზიანებს, სადაც დანახარჯები სურსათზე შედარებით მაღალია. როგორც წესი, ფასების ზრდის დინამიკასა და არასტაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემები სურსათის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას უკავშირდება.
2024 წლის ივნისში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა წლიური პუბლიკაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2023“. პუბლიკაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2023 წელს მშპ-ის 6.9% შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია, თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენდა).
23 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა თემაზე "ხორბლის რუსული პოლიტიკა და საქართველოს საპასუხო ნაბიჯები". შეხვედრაზე ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა წარადგინა ახალი პოლიტიკის დოკუმენტს ხორბლის სექტორის პოლიტიკაზე, რის შემდეგაც ღონისძიების მოწვეულმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. ღონისძიება შვედეთის მხარდაჭერით ჩატარდა.
ბოლო წლების განმავლობაში ხორბლის საერთაშორისო ფასები სერიოზული პოლიტიკური მღელვარების მიზეზად იქცა. განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიისა და უკრაინაში რუსეთის ომის დროს, როდესაც რუსეთი პერიოდულად წყვეტდა მარცვლეულის ექსპორტს, რათა გავლენა მოეხდინა მსოფლიო ფასებზე.
2023 წლის ივნისში, საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის შედეგად, საქართველოს მთავრობამ დროებითი იმპორტის გადასახადი დააწესა რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბლის ფქვილზე. ასოციაციამ იმპორტის გადასახადის დაწესება მას შემდეგ მოითხოვა, რაც 2021 წელს რუსეთმა ხორბალზე ე. წ. „მცურავი ბაჟი“ დააწესა, რის შემდეგაც, ხორბლის ფქვილთან შედარებით, ხორბლის იმპორტი საგრძნობლად გაძვირდა.