12
აგვისტო
2019
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
27
მაისი
2019
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ლარი აშშ დოლარის მიმართ ისევ გაუფასურდა. ქართულმა ვალუტამ დაახლოებით რვა თეთრით იკლო და მედიაში, პოლიტიკურ წრეებსა და ექსპერტებს შორის მღელვარების მორიგი ტალღა გამოიწვია. მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ მოკლევადიანი მერყეობაა, რომელიც გამოწვეულია უარყოფითი მოლოდინებით, თურქული ლირის გაუფასურებით და დოლარის გლობალური გამყარებით და, შესაბამისად, ბოლოდროინდელი მოვლენები დაკავშირებული არ არის ეკონიმიკის ფუნამენტურ ფაქტორებთან; მეორე მხრივ, ოპოზიციის წევრებმაც არ დააყოვნეს და ლარის გაუფასურების მიზეზად არაკომპეტენტური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა დაასახელეს.
15
მარტი
2019
წინამდებარე ბლოგი UNFPA-ის იმ პროექტის ფარგლებში დაიწერა, რომელიც დასაქმებული მშობლებისთვის შვებულების პოლიტიკის პოტენციური ცვლილებების ხარჯების შეფასებას ისახავს მიზნად. მოსახლეობის უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს, რომ მამაკაცებს საქართველოში შეუძლიათ ბავშვზე ზრუნვის მიზნით შვებულება აიღონ. ფაქტია, რომ 2011 წლიდან დღემდე თითზე ჩამოსათვლელია იმ მამაკაცთა რაოდენობა, რომელთაც საქართველოში ბავშვზე ზრუნვისათვის შვებულება აიღეს (მათ შორისაა ISET-ის კურსდამთავრებული, გიორგი ბალახაშვილიც).
01
იანვარი
2019
პროექტის მიზანი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. პროექტი კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (CTC) დაკვეთითა და ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა.
31
დეკემბერი
2018
კვლევა აანალიზებს საქართველოში დედობის, მამობის და მშობლის შვებულების ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებულ მონეტარიზებულ ეკონომიკურ დანახარჯებსა და სარგებელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გავრცელებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.