23
მარტი
2026
ეკონომიკური აქტივობა 2025 წლის ბოლომდე ძლიერი იყო, თუმცა ზრდის ტემპის ნორმალიზაცია გრძელდებოდა. წინასწარი შეფასებებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 2025 წელს 7.5% შეადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გამოშვება კვლავ საქართველოს გრძელვადიან ტრენდს აღემატებოდა, მაშინაც კი, როცა ეკონომიკა თანდათანობით პოტენციურ დონეს უახლოვდებოდა.
23
თებერვალი
2026
ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში შობადობის შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დემოგრაფიულ ტრანსფორმაციად იქცა. გლობალური შობადობის ჯამური კოეფიციენტი (TFR), რომელიც განისაზღვრება როგორც შვილების საშუალო რაოდენობა, რომელსაც ქალი გააჩენდა იმ შემთხვევაში, თუ მისი რეპროდუქციული ცხოვრების განმავლობაში შენარჩუნდებოდა ასაკობრივი შობადობის ამჟამინდელი მაჩვენებლები, 1960-იანი წლების დასაწყისში თითო ქალზე დაახლოებით ხუთი ბავშვიდან 2020-იანი წლების დასაწყისში დაახლოებით 2.3 ბავშვამდე შემცირდა.
27
იანვარი
2026
2026 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI), მცირედით, 1.7 პუნქტით გაიზარდა და 9.2-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება საფინანსო (7.3) და სოფლის მეურნეობის (6.9) სექტორებში დაფიქსირდა.
12
იანვარი
2026
წინასწარი შეფასების მიხედვით, რეალური მშპ 2025 წლის მესამე კვარტალში წლიურად დაახლოებით 6.5%-ით გაიზარდა (იხ. გრაფიკი 1), რაც მეორე კვარტლის 7.3%-თან შედარებით შენელებულია, თუმცა 2022 წლამდე არსებულ ნორმაზე მაღალია. ზრდა კვლავ სერვისებითაა განპირობებული: ზრდის ძირითადი წყარო ზაფხულის ტურიზმმა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა და ტრანსპორტმა განაპირობა, ხოლო რეექსპორტის ნორმალიზების გამო წარმოება და მშენებლობა/კომუნალური მომსახურება შენელდა.
31
ოქტომბერი
2025
აღნიშნული ნაშრომი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.