
საქსტატის წინასწარი შეფასებებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ნომინალურმა მშპ-მა 25,309.6 მილიონი ლარი, რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ 8.3%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილებამ 4.0% შეადგინა. ეკონომიკური ექსპანსია ძირითადად განპირობებული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორის ძლიერი ზრდით. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა განათლებაში (+36.2%), ინფორმაციასა და კომუნიკაციაში (+29.7%), ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში (23.6%), სამთომოპოვებით მრეწველობაში (22.5%).

2025 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.04 ლარი შეადგინა, რაც გასული თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.3%-ით მეტია. რაც შეეხება წლიურ ცვლილებას, ხაჭაპურის ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით 3%-ით გაიზარდა.

საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის დეკემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 6.7%-ს შეადგენს. საშუალო წლიურმა რეალურმა მშპ-ის ზრდამ კი 9.5% შეადგინა.

იანვრის თვეში საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნა: ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავება და შემდგომი შიმშილობა, გიორგი გახარიაზე თავდასხმა, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება და ქართული ოცნების გასვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან.

2025 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება ქალაქების მიხედვით 6.71 ლარსა (ბათუმში) და 7.94 ლარს (თელავში) შორის მერყეობდა, საშუალო მაჩვენებელმა კი 7.02 ლარი შეადგინა. იანვრის ინდექსმა აჩვენა მცირე, 0.2%-იანი კლება 2024 წლის დეკემბერთან შედარებით. თუმცა, წლიურ ჭრილში, მიმდინარე ფასი 6.1%-ით მაღალია 2024 წლის იანვრის მაჩვენებელზე.