საპენსიო სისტემის შემოთავაზებული ცვლილებები რისკის წინაშე აყენებს საპენსიო ფონდის 1,5 მილიონ მონაწილეს

ბოლო წლებში სქართველომ მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა ეკონომიკური მმართველობის მიმართულებით. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არადემოკრატიული კანონის (ე.წ. აგენტების კანონის) გარდა, დაინტერესებული მხარეების, ექსპერტებისა და საზოგადოების ყურადღება მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულმა რამდენიმე კანონპროექტმა და კანონში შეტანილმა ცვლილებამ მიიპყრო.
ECONOMIC POLICY ALERT: „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად ადევნებს თვალს და აფასებს საპენსიო რეფორმის მიმდინარეობას, გაეცნო წარმოდგენილ ცვლილებებს და ხედავს შემდეგ მნიშვნელოვან რისკებს საპენსიო ფონდის ინსტიტუციურ მოწყობასა და მისი 1.5 მილიონზე მეტი მონაწილე მოქალაქის ინტერესებთან მიმართებაში: