შეავსე ფორმა
Logo
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანი შეხვედრები გამართა
14 თებერვალი 2025

13-14 თებერვალს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა მაღალი დონის ნეთვორქინგისა და გამოცდილების გაზიარების ღონისძიებას, რომელშიც 14 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის (NGO) ლიდერები მონაწილეობდნენ. ღონისძიება გაიმართა "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების" (EaP CSO) პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და მათი როლის მხარდაჭერა მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარების საქმეში.

შეავსე ფორმა