იანვარი 2025 | საქართველოს მშპ-ის პროგნოზი: ვაჭრობა იზრდება, რეზერვები მცირდება, სესხები იზრდება
22
იანვარი
2025
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის ნოემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 7.5%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებული ზრდა 8.7% შეადგენს, მეორე კვარტლის – 9.7%, მესამე კვარტლის – 11%. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან ნოემბრამდე რეალური მშპ-ის საშუალო ზრდა 9.4%-ს შეადგენს.