ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ Growth Academy 2025-ში მიიღო მონაწილეობა
27
მაისი
2025
2025 წლის 22-24 მაისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სამი წამყვანი ეკონომისტი – დავით კეშელავა, მარიამ ლობჯანიძე და გიორგი პაპავა – დაესწრნენ პრესტიჟულ Growth Academy 2025-ს, რომელიც მსოფლიო ბანკის, ჩიკაგოს უნივერსიტეტისა და რუმინეთის ეროვნული ბანკის თანაორგანიზებით ჩატარდა ბუქარესტში. ღონისძიებამ ერთ სივრცეში მოუყარა თავი წამყვან აკადემიკოსებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და განვითარების პრაქტიკოსებს ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონიდან.