I კვარტალი, 2022 | მაკრო მიმოხილვა: წინ რთული გზაა: საქართველოს ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისას
01
ივლისი
2022
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ დიდი გავლენა იქონია გლობალური ეკონომიკის თითქმის თითოეულ ასპექტზე, დაწყებული სურსათისა და ენერგო უსაფრთხოების სექტორებით, დამთავრებული მიწოდების ჯაჭვებითა და ფინანსური ბაზრებით. მსოფლიო ბანკის 2022 წლის ივნისის პროგნოზის თანახმად, 2021 წლის 5.5%-იანი გლობალური ზრდის მაჩვენებელი 2022 წელს წლიურ 2.9%-მდე დაიწევს.