ევროკავშირის მაგალითზე ნათელი გახდა, თუ რა დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ერების ეკონომიკური განვითარებისათვის ენერგოსაჭიროებების დასაკმაყოფილებლად მეტწილად ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება და რა დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული ენერგოუსაფრთხოების მიზნის მიღწევა, როდესაც უმეტესწილად ერთ სახელმწიფოზე ხარ დამოკიდებული საკვანძო ენერგოპროდუქტების მოწოდების მხრივ.
ალბათ, ყველას კარად გვახსოვს 2006 წლის ცივი ზამთარი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა. არც ის არის სიახლე, რომ ენერგეტიკის საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ამცირებს სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ რისკებსა და შოკებს. საბედნიეროდ, 2006 წლის შემდეგ საქართველომ მოახერხა რუსეთის სხვა ქვეყნით ჩანაცვლება და აზერბაიჯანიდან დაიწყო ბუნებრივი გაზის იმპორტი. ამ ბლოგში ვისაუბრებთ ბუნებრივი გაზის იმპორტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მომავალში გაზმომარაგების უსაფრთხოების პერსპექტივებზე.
ენერგიის რა ალტერნატიული წყაროების გამოყენება შეიძლება საქართველოს მთიან რეგიონებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ენერგოუსაფრთხოება, სამართლიანობა და გარემოსდაცვითი მდგრადობა?
აგვისტოს თვის ელექტოენერგიის დეფიციტის შემდეგ, საქართველოში ენერგიის წარმოება კვლავ შემცირდა. 2019 წლის სექტემბერში, 2018 წლის სექტემბერთან შედარებით, ელექტროენერგიის წარმოება 3%-ით, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 19%-ით არის შემცირებული.
პროფესიულ წრეებში ან პოლიტიკის შემმუშავებლებს შორის გამართულ დისკუსიას თუ მოვუსმენთ, ადვილად შევნიშნავთ, რომ ენერგოუსაფრთხოების თემა ხშირად გამოიყენება გარკვეული გადაწყვეტილებების გასამართლებლად ან სექტორში არსებულ პრობლემებზე ხაზის გასასმელად. ენერგოუსაფრთხოება ხშირად ასოცირდება ენერგეტიკულ „დამოუკიდებლობასთან“ – მდგომარეობასთან, რომლისთვისაც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო მიეღწია.