2021 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 32.1 პუნქტით გაიზარდა და 3.4-ს გაუტოლდა წინა კვარტალში საგრძნობი გაუარესების შემდეგ. ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა ყველა სექტორში, გარდა ვაჭრობისა. ყველაზე დიდი ზრდა სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. BCIის დადებითი ცვლილება 2021 წლის I კვარტლისთვის ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.
COVID-19-მა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიიყვანა ფართომასშტაბიან ეკონომიკურ კრიზისამდე. მოსალოდნელია ისიც, რომ 2020 წელს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტიც (მშპ) შემცირდეს, რაც 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდება. COVID-19-მა გავლენა მოახდინა ეკონომიკის ყველა სექტორზე და გამონაკლისი არც სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორია. პანდემია აისახა სასურსათო უსაფრთხოებასა და კვებაზე, მიწოდების ჯაჭვებზე, სურსათისა და საქონლის წარმოებასა თუ სურსათის უვნებლობაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2020 წლის დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
წინამდებარე ანგარიში მოიცავს ეკონომიკური ტენდენციების ანალიზსა და არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიმოხილვას (ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში) ექვსი სექტორის წინასწარ შერჩეულ ღირებულებათა ჯაჭვებში. ანგარიშის მიზანია, გააუმჯობესოს მონაცემთა ანალიზსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ანგარიშში გაანალიზებულია შემდეგი სექტორები: ტურიზმი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, მსუბუქი მრეწველობა, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები, ნარჩენების მართვა და გადამუშავება და გამჭოლი (cross-cutting) სექტორები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2020 წლის წლიური ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.