შეავსე ფორმა
Logo
ბიზნესის განწყობის ინდექსი: კერძო სექტორი ფასების მატებას პროგნოზირებს
28 თებერვალი 2017

ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი (*) ნელი ტემპით განაგრძობს შემცირებას. ინდექსის შემცირების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირება.

ქუთაისი კვლავ ლიდერობს
27 თებერვალი 2017

2017 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის საშუალო ხარჯი 3.66 ლარი იყო, რაც 0.2%-ით იაფია წინა თვესთან შედარებთ, თუმცა 6.2%-ით ძვირია წინა წელთან შედარებით (იგულისხმება წინა წლის იგივე თვე). ხაჭაპური ყველაზე ძვირი ქუთაისშია, სადაც ფასი 3.95 ლარია. 3.59 ლარით მეორე ადგილზეა თელავი.

თებერვალი 2017 | 2016 წლის ბოლო კვარტალმა იმედებიც გაგვიცრუა და ზრდის მკაცრი პროგნოზებიც განაპირობა
20 თებერვალი 2017

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2017 წლის მარტის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ხაჭაპურისა და სამომხმარებლო ფასების ინდექსები
20 თებერვალი 2017

2017 წლის იანვარში ხაჭაპურის ინდექსი კვლავ მიჰყვება სეზონურ მზარდ ტენდენციას და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ახალი საშუალო ფასი 3.67 ლარი გახდა. საშუალო ფასი 1.9%-ით მაღალია 2016 წლის იანვარში დაფიქსირებულ ფასზე. რაც შეეხება თვეების მიხედვით შეფასებას, ხაჭაპურის ფასი 1.3%-ით მეტია წინა თვეში (2016 წლის დეკემბერში) დაფიქსირებულ ფასზე.

15 თებერვალი, 2017 | ნიორს ფულის სუნი ასდის?
19 თებერვალი 2017

საკვები პროდუქტების ფასები კვლავ აგრძელებს ბოლოდროინდელ დინამიკას. საკვები პროდუქტების საცალო ფასების ინდექსი წინა თვესთან (2017 წლის იანვართან) შედარებით 2.6%-ით შემცირდა, წინა წელთან (2016 წლის თებერვალთან) შედარებით კი 4.9%-ით გაიზარდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მაწვნის (-10.4%), ჩაისა (-6.2%) და სტაფილოს (-6.2%) ფასი დაეცა, თუმცა, სანაცვლოდ, კომბოსტოს (+25.0%), მწვანილისა (+16.1%) და ბადრიჯნის (+14.9%) ფასები გაიზარდა.

შეავსე ფორმა