15
მარტი
2021
2021 წლის მარტში ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც დელოიტი ახორციელებს, რეფორმეტრის ახალი ფაზა დაიწყო.
14
სექტემბერი
2020
5 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა შრომის კოდექსში შესატან საკანონმდებლო ცვლილებებს. ამ ცვლილებებმა, რომლებიც, დიდი ალბათობით, მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცდება კიდეც უახლოეს დღეებში, უნდა გააძლიეროს დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმები.
29
ივნისი
2020
კვლევის მიზანი იყო საქართველოში ახალგაზრდების მეწარმეობის წინაშე არსებული ბარიერების გამოვლინება და ინტერვენციის სტრატეგიების შემუშავება, რაც ეკოსისტემის მოთამაშეებს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. ISET-ის კვლევითმა გუნდმა კვლევის ძირითად მეთოდად გამოიყენა იზენბერგის მეწარმეობის მოდელი (2010 წ.) და შეაფასა მოქმედი პოლიტიკის, ფინანსების, კულტურის, მხარდაჭერის, ადამიანური კაპიტალისა და ბაზრების როლი საქართველოში მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებაში.
25
მარტი
2020
პროექტის მიზანია წყლის ეროვნული პოლიტიკისა და საქართველოს წყლის პოლიტიკის ჩარჩოს გრძელვადიანი ხედვის განმტკიცებასთან დაკავშირებული საჭიროებებისა და გამოწვევების შეფასება.
04
ნოემბერი
2019
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ტაჯიკეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს (MoEDT) წარმომადგენლებს ჩაუტარა ტრენინგი მაკროეკონომიკურ პროგნოზირებასა და დამოუკიდებელი პოლიტიკის კვლევის ინსტრუმენტებზე.