30
აპრილი
2025
აპრილის განმავლობაში პოლარიზაციის ინდექსი მნიშვნელოვნად მერყეობდა და პიკს მიაღწია შემდეგ მოვლენებთან დაკავშირებით: ყაველაშვილის მიერ უცხოური აგენტების რეგისტრაციისა და მედიის შემზღუდავი კანონების ხელმოწერა; „ქართული ოცნების“ მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტების გაცემის აკრძალვის გამოცხადება; დავით დოიაშვილის გათავისუფლება ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან; და საქველმოქმედო ორგანიზაციების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკები.
29
აპრილი
2025
2025 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის აპრილთან შედარებით 6.1%-ით მეტია. თუმცა, თვიურ ჭრილში, ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა.
25
აპრილი
2025
2025 წლის აპრილში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) კიდევ უფრო გაუმჯობესდა და -10.6 ინდექსის პუნქტს მიაღწია, რაც მომხმარებელთა განწყობის აღდგენაზე მიუთითებს.
25
აპრილი
2025
2025 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 3.6 პუნქტით გაიზარდა და -1.3-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მრეწველობის (+10.0) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და ასევე მცირედით გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.
21
აპრილი
2025
საქსტატმა გამოაქვეყნა 2025 წლის თებერვლის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 7.7%-ს შეადგენს.