ბოლო თვეებში არაერთი კითხვა დაგვისვეს დაგეგმილ საპენსიო რეფორმაზე. აი, ჩვენი პასუხები.
2017 წლის ოქტომბერში ქართულმა ჰიდროელექტროსადგურებმა 828 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც მცირედით (+0.79%) აღემატება სექტემბის მონაცემებს. ტრადიციული სეზონური თავისებურებებიდან გამომდინარე, განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი დაეცა და მთლიანი გამომუშავების 71% შეადგინა (სექტემბერში 87% იყო), მაშინ, როდესაც თბოელექტროსადგურების წილი პირიქით, გაიზარდა და მთლიანი წარმოების 29% შეადგინა (სექტემბერში დაფიქსირებულ 13%-თან შედარებით).
სამხრეთ კავკასიას მაღალი მთები ჰყოფს, რომლებიც ხშირად ხდება გადაულახავი პოლიტიკური საზღვრები და ეთნიკური კონფლიქტების ზონა. რეგიონში სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ერთად სამი არაღიარებული ტერიტორიაცაა. ნახიჭევანს აზერბაიჯანისგან სომხეთის სიუნიკის რეგიონი ჰყოფს. სომხეთის საზღვრები აზერბაიჯანსა და თურქეთთან კი პოლიტიკური მიზეზების გამო დაკეტილია.
სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე მისვლის პირველ დღეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების წყალობით, ე.წ. „ელიტების ჯგუფში“ მოვხვდი, რომლის პილოტირებაც თსუ-მა საუკეთესო სტუდენტების მოზიდვის მიზნით დაიწყო. ჯგუფში 50 სტუდენტი ვიყავით, უმეტესობა რიგითი ოჯახებიდან. ამიტომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონია იმის განცდა, რომ რაიმე „ელიტურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდა.
65 წლის ნიკოლოზ მ-მ სოფელ ჯიხაიშიდან 2012 წელს დაახლოებით 15,000 ლარის ინვესტიცია ჩადო 8.5 ჰა თხილის ბაღში, იმ იმედით, რომ ერთ დღეს მისი წამოწყება მომგებიან ბიზნესად იქცეოდა. ნიკოლოზს საქმე მართლაც კარგად მისდიოდა, სანამ მყრალი ხოჭო, იგივე აზიური ფაროსანა, როგორც მას ქართველები ეძახიან, არ გამოჩნდა მის ბაღში. ნიკოლოზი ჰექტარზე 800-1000 კგ. მოსავლის აღებას ელოდა, მაგრამ ხოჭოს შემოსევამ მოსავალი 30-35%-ით შეამცირა, რამაც ჰექტარზე 1000 ლარზე მეტით აზარალა.