10 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეფორმეტრი – ქართული რეფორმების შეფასების სისტემა წარადგინა, რომელიც რეფორმის ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს აწვდის ინფორმაციას უახლესი ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობაზე.
ღონისძიებაზე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი წარადგენს რეფორმეტრს – ქართული რეფორმების პროგრესის შეფასების პლატფორმას, რომელიც ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს აწვდის ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის რეფორმები დასახულ მიზნებთან მიმართებაში.
2021 წლის მარტში ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც დელოიტი ახორციელებს, რეფორმეტრის ახალი ფაზა დაიწყო.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა ჩაატარა კვლევა საქართველოში მიწის რეგისტრაციის პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, გააანალიზა მიწის მიმდინარე რეფორმა და გამოკვეთა ქვეყანაში მიწის ბაზრის განვითარების გამოწვევები.
ამ ინიციატივის მიზანი რეფორმეტრის მისიის შესრულების მხარდაჭერაა, რისთვისაც პროექტის გუნდი პოლიტიკის დოკუმენტებით, ინოვაციური ინდიკატორებითა და ანალიტიკური პროდუქტებით სიღრმისეულად შეაფასებს მთავრობის მიერ ჩატარებულ რეფორმებს.