ანალიზის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოსა და CAREC-ის ქვეყნებს შორის ვაჭრობაში იმ ცვლილებების შეფასებას, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის სურსათის უვნებლობის რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვის შედეგად.
2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ „რძისა და რძის ნაწარმის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომელიც 2015 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს „რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას“.
„წყალი ხომ მაინც გვაქვს ბევრი, რატომ უნდა ვიხდიდე წყალში ფულს?“ – ამ ფრაზას საქართველოში ხშირად გაიგონებთ, რასაც წყლის რესურსების სიუხვე განაპირობებს: წლიურად ერთ სულ მოსახლეზე მტკნარი წყლის განახლებადი რესურსის დაახლოებით 15 597 კუბური მეტრი მოდის, რაც ევროკავშირის მაჩვენებელს – 2 961 კუბურ მეტრს ერთ სულ მოსახლეზე (მსოფლიო ბანკი, 2014 წ.) – საგრძნობლად აღემატება. თუმცა რესურსის ქონა სულაც არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეგიძლია და თანაც – მდგრადად და გონივრულად.
პროექტის მიზანი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. პროექტი კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (CTC) დაკვეთითა და ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა.
კვლევა აანალიზებს საქართველოში დედობის, მამობის და მშობლის შვებულების ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებულ მონეტარიზებულ ეკონომიკურ დანახარჯებსა და სარგებელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გავრცელებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.