ისტორიულად თხილი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სასოფლო-სამეურნეო კულტურას წარმოადგენს ეკონომიკური ღირებულების მხრივ; საქართველო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და თხილის მოსაყვანად შესაფერისი ნიადაგი და კლიმატური პირობები აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მეოთხე საუკუნეში, ადგილობრივი მოსახლეობა აშენებდა თხილის ველურ ჯიშებს, რომლებმაც შემდეგ ადგილობრივ პირობებთან ადაპტაცია განიცადეს და შედეგად თხილის სხვადასხვა ადგილობრივი ჯიში ჩამოყალიბდა.
საქართველოსთვის თხილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია: 2010-2021 წლებში თხილის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 4.4% შეადგინა (საქსტატი, 2022). 2013 წელს კი, ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია (30 ათასი ტონა).
2022 წლის მე-3 კვარტალმა არაერთი გლობალური ცვლილებით დაგვამახსოვრა თავი. მიმდინარე გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური არეულობის გამო, ინფლაციამ ათწლეულების განმავლობაში არსებულ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, მსოფლიო ეკონომიკა კი კვლავ არასტაბილურია.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2022 წლის მესამე კვარტლის (ივლის-სექტემბერი) მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით შეამცირა წინა თვის პროგნოზთან შედარებით და ახალი მაჩვენებელი 16.4%-ს გაუტოლდა.
2021 წელს დაფიქსირებული მოსალოდნელი აღდგენის შემდეგ, 2022 წელს გლობალური ეკონომიკური პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა (IMF, July 2022). 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, 2020 წლის შემდეგ პირველად, გამოიწვია გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ვარდნა.