გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ენერგობაზრის მიმოხილვის 2021 წლის 1-ელი და მე-2 კვარტლების ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ენერგეტოაზრის მიმოხილვის მე-3 და მე-4 კვარტლების ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას, რომელთა მთლიანი სიმძლავრე 433 მეგავატი, პოტენციური წლიური გამომუშავება კი 1496 მლნ. კვტსთ (2020 წლის მთლიანი გამომუშავების თითქმის 13%) იქნება. ჰესი მდინარე რიონზე, ქუთაისიდან სულ რაღაც 20 კმ-ში უნდა აშენდეს. პროექტს ორი კომპანია, ნორვეგიული Clean Energy Group (10%-იანი წილით) და თურქული ENKA Insaat ve Sanayi AS (90%-იანი წილით) ახორციელებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ენერგობაზრის მიმოხილვის 1-ლი და მე-2 კვარტლების ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ბოლო 4 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წელიწადის თორმეტი თვიდან ათი თვის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. ქვეყანა ჭარბ ელექტროენერგიას მხოლოდ მაის-ივნისში (რიგ შემთხვევებში აპრილსა და ივლისშიც) გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის კრიზისმა მოთხოვნა შეამცირა, გამონაკლისი არც 2020 წელი აღმოჩნდა. მაის-ივნისში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის დაფიქსირებული დადებითი სხვაობის შემდეგ, ივლისიდან ქვეყანა იმაზე ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მთლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სჭირდება.