„ფერმერების კომერციალიზაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ მიწის კონსოლიდაციის შემთხვევაში, როცა ისინი შეძლებენ მასშტაბის ეკონომიით ისარგებლონ“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ 2019 წლის სოფლის განვითარების კონფერენციაზე.
ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არის ქართული ოცნების ფერი ლურჯი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კი – წითელი? იქნებ, იმიტომ, რომ კონტრასტული ფერებია და სიმბოლურადაც სრულიად საპირისპირო იდეებს გამოხატავს? დიახ, სწორედ რომ კონტრასტია, რისკენაც ეს ორი პოლიტიკური ძალა ისწრაფვის. ალბათ, გაგიჭირდებათ, 2012 წლიდან მოყოლებული გაიხსენოთ საკითხი, რის გარშემოც ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ კონსენსუსს მიაღწიეს ან სცადეს, ემსჯელათ მაინც.
2019 წლის თებერვალში, საქართველოს ელექტროსადგურებმა 939 მილიონი კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება. თავის მხრივ, მოხმარებამ 1 037 კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, გამომუშავებასა და მოხმარებას შორის დეფიციტი 22%-ით შემცირდა (-126-დან -98 მლნ. კვტ.სთ-მდე), უარყოფითი სხვაობა მაინც არსებითია.
საქსტატის 2018 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი ისეთივეა, რაც 2017 წელს დაფიქსირდა. 2017 წელი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის საკმაოდ ბევრი გამოწვევით ხასიათდებოდა, რის შედეგადაც სექტორში გამოშვება 3.5%-ით შემცირდა. 2017 წლისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას 2018 წელს დადებითი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა ეს ზრდა საკმაოდ მოკრძალებული იყო და 0.7% შეადგინა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.