
რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტრონული კომერციის ხელშეწყობას სათანადო სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოსა და საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. ელექტრონული კომერციის რეფორმა მრავალი სხვადასხვა ასპექტისაგან შედგება და აერთიანებს დამნერგავი სამთავრობო უწყებების, საჯარო სექტორის დაინტერესებული მხარეების და კერძო სექტორის აქტივობებს.

17 თებერვალს რეფორმეტრმა მორიგ კერძო-საჯარო დიალოგს უმასპინძლა, რომელიც ამჯერად ელექტრონული კომერციის რეფორმის წარდგენას დაეთმო.

2021 წლის 22 დეკემბერს რეფორმეტრის ფარგლებში საჯარო-კერძო დიალოგების სერია გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ საუბრით გაიხსნა. გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ გამართულ საჯარო-კერძო დიალოგს სხვადასხვა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა – მათ შორის იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სასამართლოს, ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის, საკონსულტაციო ორგანიზაციებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.

10 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეფორმეტრი – ქართული რეფორმების შეფასების სისტემა წარადგინა, რომელიც რეფორმის ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს აწვდის ინფორმაციას უახლესი ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობაზე.

ღონისძიებაზე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი წარადგენს რეფორმეტრს – ქართული რეფორმების პროგრესის შეფასების პლატფორმას, რომელიც ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს აწვდის ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის რეფორმები დასახულ მიზნებთან მიმართებაში.