2022 წელს საქართველოში ეკონომიკური აღდგენის ტენდენცია შენარჩუნდა, რამაც ეკონომიკურ ზრდაზე ექსპერტთა მოლოდინებს გადააჭარბა. საქსტატის წინასწარი შეფასების თანხმად, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) განაგრძობს ორნიშნა ნიშნით ზრდას და 2022 წელს ზრდის წლიური მაჩვენებელი 10.1%-ს შეადგენს, რაც თითქმის საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ოქტომბრის შეფასებაში პროგნოზირებული 10%-ის ტოლია.
მშპ-ის ზრდის პროგნოზის მარტის განახლების მიხედვით, 2023 წლის პირველი კვარტლის ზრდის პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2.6% შეადგინა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მე-2 პროგნოზის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 1.6%-ია.
საქსტატის ანგარიშის “ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები” თანახმად, 2022 წლის მე-4 კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 9.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წლის რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 10.1% იყო.
წლების განმავლობაში რეგიონული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები საქართველოში მკვეთრი ეკონომიკური ვარდნის განმაპირობებელ ფაქტორებს წარმოადგენდა. ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი მოსახლეობა სულ რაღაც 3,7 მილიონი ადამიანია და მისი ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მასზე, როგორც წესი, აისახება უახლოესი მეზობლებისა და სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური სურათი.
საქსტატმა 2022 წლის მეოთხე კვარტლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელიც ამ ეტაპზე 9,5%-ს შეადგენს (აღნიშნული მაჩვენებელი 2,5 პროცენტული პუნქტით აღემატება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წინა მიმოხილვაში არსებულ მაჩვენებელს).