
2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკური რუკა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ფერად მიჩნეული ლურჯის ტონებით შეიფერა. ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მუნიციპალური არჩევნები ყველა საარჩევნო ოლქში მოიგო, გარდა ერთისა. პარტიამ ყველა საკრებულოში შთამბეჭდავი უპირატესობა მოიპოვა და ყველა ქალაქისა თუ თვითმმართველი ერთეულის მერი პარტიული კანდიდატი გახდა.

ჩვენს ქვეყანაში შრომის ბაზარი მუდამ მწვავე საკითხია და არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ცხარდება დებატები ამ თემაზე. პოლიტიკოსებს ხშირად მოჰყავთ მაგალითად შრომის ბაზრის არადამაკმაყოფილებელი შედეგები, როდესაც სურთ, ხაზი გაუსვან მმართველი პარტიის შეცდომებს და/ან ინერტულობას. ქულების მოსაპოვებლად პოლიტიკოსები მეორე მეთოდსაც ხშირად მიმართავენ: ამომრჩევლებს სამუშაო ადგილების ზრდას ჰპირდებიან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

გადასახადების შემცირება და, შედეგად, ეკონომიკის უფრო სწრაფი ტემპით ზრდა ყველა პოლიტიკოსის ოცნებაა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი და წინააღმდეგობრივი შეიძლება იყოს გადასახადების თემა.

არჩევნების წელს ნებისმიერი სახის ეკონომიკური ანალიზი გაჯერებულია სეზონური გაფრთხილებებით. ყველა ანალიტიკოსმა იცის, რომ თანამდებობის პირები თუ თავგამოდებით ცდილობენ „კარგის“ გაყიდვას, ოპოზიცია „ცუდზე“ აკეთებს აქცენტს. ხოდა პოლიტიკურ ბრძოლებში მხარის არჩევისგან დაღლილი ეკონომისტებიც მიმართავენ თავდაცვის ჩვეულ ხერხს – „ერთი მხრივ“, „მეორე მხრივ“ და სხვა თავდაცვით ფრაზებს.