30
აპრილი
2018
2018 წლის პირველ კვარტალში, 2017 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად არ გააქტიურებულია, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა (27.2%) დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით. უძრავი ქონების გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 27 495 ერთეული შეადგინა.
30
მარტი
2018
2017 წელს საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად გააქტიურდა (წლიური ზრდა – 10.6%) და უძრავი ქონების გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 98,609 ერთეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება შეინიშნებოდა ოთხივე კვარტალში, განსაკუთრებით კი – მეორე კვარტალში (წლიური ზრდა 20.0%).
05
თებერვალი
2018
ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ ქალაქის ტაქსების ბაზრის რეგულირებაზე განცხადება გააკეთა. რეგულირებაზე გადასვლის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლები ვალდებულები იქნებიან, შეიძინონ ტაქსის ნიშანი და აიღონ შესაბამისი უწყების ნებართვა. ეს რეგულაცია მძიმე ტვირთად არ დააწვება ტაქსის სერვისის მიმწოდებლებს. თუმცა მეორე ეტაპზე ტაქსის მძღოლებს მოეთხოვებათ, გაიარონ ტექნიკური დათვალიერება და დააკმაყოფილონ ხარისხის მინიმალური სტანდარტები.
27
ნოემბერი
2017
სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე მისვლის პირველ დღეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების წყალობით, ე.წ. „ელიტების ჯგუფში“ მოვხვდი, რომლის პილოტირებაც თსუ-მა საუკეთესო სტუდენტების მოზიდვის მიზნით დაიწყო. ჯგუფში 50 სტუდენტი ვიყავით, უმეტესობა რიგითი ოჯახებიდან. ამიტომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონია იმის განცდა, რომ რაიმე „ელიტურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდა.
02
ოქტომბერი
2017
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის მე-7 ანგარიში, რომელიც 2017 წლის ივლის-სექტემბრის მონაცემებს მიმოიხილავს, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.