გასულ კვირას სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იმედისმომცემი განცხადებით დასრულდა: ჯერ კიდევ 2014 წელს საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მიერ დამტკიცებული ინფრასტრუქტურული პროექტის „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა 2017 წელს დაიწყება და ორ წელიწადში დასრულდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების სხვა შესაძლებლობებსა და ამ პროცესში ბიზნეს-საზოგადოების ჩართვის გზებზეც იმსჯელეს.
კაზინოები, ტოტალიზატორები და სხვა აზარტული დაწესებულებები ძალიან პოპულარულია საქართველოში. 2015 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის (აზარტული თამაშები საქართველოში – მეორე ანგარიში) მიხედვით, 1867 შემთხვევით შერჩეულ რესპონდენტთა 6%-მა დადებითად უპასუხა შეკითხვას, თამაშობდა თუ არა აზარტულ თამაშებს ფულზე, ონლაინ თამაშის ჩათვლით, თავად ან მისი ოჯახის წევრები. ვფიქრობ, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ვერ ასახავს, პოტენციურად რამდენად არიან ჩართულები ქართველები აზარტულ თამაშებში.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს რესპუბლიკამ ყველაზე სწრაფად გაატარა მასშტაბური მიწის რეფორმა და შეიმუშავა მიწის განაწილების გეგმა. ეს პროცესი 1992 წელს დაიწყო. მიწის გადანაწილების შედეგად გაჩნდა ასობით ათასი მცირე საოჯახო ფერმა, რომელმაც მსხვილი კოლექტივები და საწარმოო კოოპერატივები ჩაანაცვლა (საბჭოთა მეურნეობები („სოვხოზი“) და კოლმეურნეობები („კოლხოზი“). სავარაუდოდ, მიწის პრივატიზაციის მთავარი მიზანი იყო, მოსახლეობის დიდ ნაწილს დახმარებოდა, თავი გაეტანა უკიდურესად მძიმე პერიოდში.
მიზეზ-შედეგობრივი შეკითხვა: სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია იწვევს ეკონომიკურ ზრდას თუ ზრდა არის აგრარული სექტორის მოდერნიზაციის მამოძრავებელი? მრავალი წელია, ამ საკითხზე ცხარედ კამათობენ განვითარების შემსწავლელი ეკონომისტები. ამ დრომდე ჭარბობდნენ ეკონომისტები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ზრდა იწვევს სოფლის მეურნეობის განვითარებას, დღეს კი კვლავ გამოჩნდნენ სოფლის მეურნეობის განვითარებით განპირობებული ეკონომიკური ზრდის იდეის მომხრენი. რა დასკვნა შეიძლება გამოიტანოს საქართველომ ამ ცხარე დისკუსიიდან?
ნინო კვირკველია და მისი მეუღლე, ირაკლი თოდუა ტიპიური წვრილი მესაკუთრეები არ გეგონოთ. ორივე განათლებულია (აქვთ ხარისხი საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით). მათი საკუთრება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონტექსტში კიდევ უფრო შთამბეჭდავია: წყვილი ფლობს 28(!) ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას მებაღეობის სამოთხეში, თხილით განთქმულ სამეგრელოში. ეს შესანიშნავი მოცულობაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების საშუალო ზომა 1 ჰექტარს ოდნავ თუ აჭარბებს.