პროექტი ევროკავშირის IPSC პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი გაეროს ოთხი სააგენტოს – UNDP, FAO, UNIDO, IOM – ერთობლივი ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2019 წლის აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამები ხორციელდება. გრანტები, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდიები და სააქციო კაპიტალში მონაწილეობა ის ინსტრუმენტებია, რომლებიც კომპანიების ხელშეწყობისათვის ყველაზე ფართოდ გამოიყენება (დუპონი და მარტინი, 2006 წ.). თითოეულ ასეთ პროგრამას თავისი მიზანი აქვს. მაგალითად, დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხები და ფულადი სუბსიდიები ახალი და მცირე კომპანიებისათვის ფინანსური შეზღუდვების მოხსნას ემსახურება (ჰაბარდი, 1998 წ.).
დაახლოებით ორი წლის წინ, ISET-PI-მა საქართველოში ჭარბვალიანობის შესახებ ბლოგ-პოსტი გამოაქვეყნა. სტატიაში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ფინანსებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ფინანსური ინსტიტუციების აგრესიული მარკეტინგული კამპანიისა და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, ქართველები (განსაკუთრებით, მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენა) ვალების ჭაობში ეფლობოდნენ და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა უჭირდათ. აღსანიშნავია, რომ მაკროეკონომიკური ინდიკატორები, რომლებიც სამომხმარებლო სესხების მოცულობას ზომავს, მკვეთრად გაიზარდა უკანასკნელი 6-7 წლის მანძილზე.
2018 წლის ოქტომბერში ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომელიც 15 მიკრონზე თხელი პარკების წარმოებას, იმპორტსა და გაყიდვას კრძალავს. ამავე რეფორმის მეორე ტალღა 2019 წლის აპრილში დაიწყო და ყველა ტიპის პოლიეთილენის პარკი მოიცვა. ჩნდება კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიეთილენის პარკებზე შეზღუდვის დაწესება და რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს აკრძალვას?