29
ივნისი
2020
კვლევის მიზანი იყო საქართველოში ახალგაზრდების მეწარმეობის წინაშე არსებული ბარიერების გამოვლინება და ინტერვენციის სტრატეგიების შემუშავება, რაც ეკოსისტემის მოთამაშეებს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. ISET-ის კვლევითმა გუნდმა კვლევის ძირითად მეთოდად გამოიყენა იზენბერგის მეწარმეობის მოდელი (2010 წ.) და შეაფასა მოქმედი პოლიტიკის, ფინანსების, კულტურის, მხარდაჭერის, ადამიანური კაპიტალისა და ბაზრების როლი საქართველოში მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებაში.
16
აპრილი
2020
COVID-19-ის პანდემიამ, ჯანდაცვის სისტემაზე ზემოქმედების გარდა, ეკონომიკური შოკების მეშვეობით, უკვე მთელ მსოფლიოში მიაღწია შრომის ბაზრებამდე. 2020 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემები გლობალური უმუშევრობის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს, რაც 2020 წლის მეორე კვარტალში სამუშაო საათების 6.7%-ით შემცირებას გამოიწვევს, ეს კი 195 მილიონი სრული განაკვეთის სამუშაო ადგილის ტოლფასია.
12
ივნისი
2019
On June 12, ISET hosted Kinan Bahnassi of the International Labor Organization, one of several UN-affiliated bodies active in Georgia. Mr. Bahnassi treated the audience of students, staff, and faculty to an interesting, perceptive, and rather a creative presentation.
27
მაისი
2019
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა Ernst & Young-ის პოლონეთის წარმომადგენლობასთან ერთად ჩაატარა საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის ანალიზი.
25
მარტი
2019
განვითარებული ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ და ასეთი სწრაფი განვითარების პირობებში, ონლაინ სამყაროს ცვალებადმა ხასიათმა ჩვენი ცხოვრებაც მკვეთრად შეცვალა. ეჭვგარეშეა, რომ წლების განმავლობაში, ტექნოლოგიების მეშვეობით, არაჩვეულებრივი და საჭირო რესურსები შეიქმნა, რამაც ნებისმიერი ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი გახადა. კომპიუტერულმა პროგრამებმა მსოფლიო მოიცვა და რასაკვირველია, IT სფეროს პროფესიონალებისათვის ეს არაჩვეულებრივია.