შეავსე ფორმა
Logo
ნოემბერი 2025 | ხაჭაპურის ინდექსი 2.3%-ით გაიზარდა
28 ნოემბერი 2025

2025 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 7.47 ლარამდე გაიზარდა, რაც 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 2.3%-იან, ხოლო წლიურ ჭრილში 10.3%-იან ზრდას წარმოადგენს. ხაჭაპურის ინდექსის სეზონური ზრდა ძირითადად რძისა და რძის პროდუქტების ფასების მატებამ განაპირობა, რაც ნედლი რძის სეზონური ხელმისაწვდომობის შემცირებასა და იმპორტირებულ რძის ფხვნილზე მზარდ დამოკიდებულებას ასახავს.

ნოემბერი 2025 | მომხმარებელთა განწყობის ინდექსი
25 ნოემბერი 2025

2025 წლის ნოემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) -9.9 ინდექსის პუნქტამდე გაუმჯობესდა, რითაც ოქტომბრიდან დაფიქსირებული თანდათანობითი აღდგენა გაგრძელდა.

ნოემბერი 2025 | სახელმწიფო მოგება, გაზრდილი დოლარიზაცია და მყარი ადგილობრივი მოთხოვნა განსაზღვრავს საქართველოს მოკლევადიან ეკონომიკურ ზრდას
20 ნოემბერი 2025

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 6.7%-ით, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 5.2%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.6% იქნება.

ოქტომბერი 2025 | ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია გრძელდება
31 ოქტომბერი 2025

2025 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7.3 ლარი შეადგინა, რაც 3.5%-იანი ზრდაა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით და 10.3%-იანი ზრდა 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით.

ოქტომბერი 2025 | მომხმარებელთა განწყობის ინდექსი
30 ოქტომბერი 2025

2025 წლის სექტემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) მკვეთრად შემცირდა -13.0 ინდექსის პუნქტამდე, რაც აგვისტოსთან შედარებით მომხმარებელთა განწყობის მნიშვნელოვან გაუარესებას აღნიშნავს.

შეავსე ფორმა