20
ივნისი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზის მიხედვით, მაისის მონაცემების საფუძველზე, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 8.2%-ით, ხოლო მესამე კვარტალში – 6.5%-ით გაიზრდება. 2025 წელს წლიური ზრდა, ცუდი სცენარის შემთხვევაში 6% იქნება, საუკეთესო და საშუალო გრძელვადიანი სცენარის შემთხვევაში – 7.6%. ჩვენი საშუალო სცენარით, ბოლო ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის საფუძველზე, რეალური მშპ 7.1%-ით გაიზრდება.
30
მაისი
2025
2025 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.46 ლარს შეადგენდა. ინდექსის კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ფასი 5.6%-ით შემცირდა 2025 წლის აპრილთან შედარებით. თუმცა წლიურ ჭრილში მაინც 10.7%-ით მაღალი დარჩა 2024 წლის მაისთან შედარებით.
20
მაისი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზის მიხედვით, მარტის მონაცემების საფუძველზე, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 8.2%-ით, ხოლო მესამე კვარტალში – 6.5%-ით გაიზრდება. 2025 წელს წლიური ზრდა, ცუდი სცენარის შემთხვევაში 6% იქნება, საუკეთესო და საშუალო გრძელვადიანი სცენარის შემთხვევაში – 7.6%. ჩვენი საშუალო სცენარით, ბოლო ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის საფუძველზე, რეალური მშპ 7.1%-ით გაიზრდება.
30
აპრილი
2025
აპრილის განმავლობაში პოლარიზაციის ინდექსი მნიშვნელოვნად მერყეობდა და პიკს მიაღწია შემდეგ მოვლენებთან დაკავშირებით: ყაველაშვილის მიერ უცხოური აგენტების რეგისტრაციისა და მედიის შემზღუდავი კანონების ხელმოწერა; „ქართული ოცნების“ მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტების გაცემის აკრძალვის გამოცხადება; დავით დოიაშვილის გათავისუფლება ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან; და საქველმოქმედო ორგანიზაციების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკები.
29
აპრილი
2025
2025 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის აპრილთან შედარებით 6.1%-ით მეტია. თუმცა, თვიურ ჭრილში, ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა.