11
აპრილი
2022
2022 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.84 ლარი იყო, რაც 0.4%-ით აღემატებოდა 2022 წლის თებერვლის მაჩვენებლს და 31.4%-ით – 2021 წლის მარტის მაჩვენებელს.
23
მარტი
2022
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2022 წლის თებერვლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
28
თებერვალი
2022
2022 წლის თებერვალში, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ღირებულება გაიზარდა როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში და 5.7-სა (ქუთაისი) და 6.1 (თბილისი) ლარს შორის მერყეობდა. 2022 წლის თებერვალში დაფიქსირებულმა საშუალო ფასმა 5.8 ლარი შეადგინა, რაც 28.8%-ით აღემატებოდა 2021 წლის თებერვლის მაჩვენებელს.
28
თებერვალი
2022
2022 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 13.3 პუნქტით შემცირდა და 17.3-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება დაფიქსირდა მომსახურების (-25.8), მრეწველობისა (-20.8) და საბითუმო და საცალო ვაჭრობის (-16.1) სექტორებში. BCI-ის უარყოფითი ცვლილება ნაკლებად ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.
22
თებერვალი
2022
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2022 წლის იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.