შეავსე ფორმა
Logo
უკრაინის კრიზისი და საქართველოს ეკონომიკა
21 მარტი 2014

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე რუსეთისგან გრძელვადიანი ეკონომიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. უკრაინელების დიდი ნაწილისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო წმინდა ეკონომიკური ნაბიჯი. მათ გაუჩნდათ შიში, რომ ეს იყო დასავლურ კულტურულ და პოლიტიკურ ღირებულებებზე უარის თქმა და შესაბამისად, მოვლენების ასეთი განვითარებით, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილონი დარჩნენ.

ინკლუზიური ზრდის სტრატეგიები: კეთილი განზრახვებით მოკირწყლული გზა
17 მარტი 2014

ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიის პროექტი „საქართველო 2020“ მიზნად ისახავს „ეკონომიკური ზრდის მიერ მოტანილი სიკეთით ისარგებლოს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა“. თუმცა დოკუმენტის წაკითხვისას ჩნდება ბუნებრივი მილიონდოლარიანი კითხვა: როგორ შეიძლება ინკლუზიური ზრდის მიღწევა რეალობაში?

საბანკო სესხის ახალი როლი ქართულ რეალობაში — შეჭირვებულ ახლობელთა ზეწოლისგან თავისუფალი დაზოგვის ალტერნატიული საშუალება
21 თებერვალი 2014

ქართულ საოჯახო მეურნეობებს, როგორც წესი, არასოდეს აქვთ საკმარისი დანაზოგი „შავი დღისთვის“. ნიშნავს კი ეს იმას, რომ ქართველები მოუთმენელნი არიან და მომავალზე არ ღელავენ? იქნებ ჩვენსავე გენებში უნდა ვეძიოთ იმის მიზეზი, თუ რატომ ვამჯობინებთ დღევანდელ კვერცხს ხვალინდელ ქათამს? შესაძლოა ჩვენივე ისტორიამ, ისტორიამ პატარა და მუდმივად გადარჩენისთვის მებრძოლი ერისა, გვასწავლა ცხოვრება ისე, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელი იყოს?

თებერვალი 2014 მაკრო მიმოხილვა | რამდენად გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა 2013 წელს და რას გვეუბნება წარსული მომავალზე?
08 თებერვალი 2014

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაკრო მიმოხილვის პროგნოზის 2014 წლის თებერვლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ლარის გაუფასურება
03 თებერვალი 2014

ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე/

შეავსე ფორმა