2017 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის საშუალო ხარჯი 3.66 ლარი იყო, რაც 0.2%-ით იაფია წინა თვესთან შედარებთ, თუმცა 6.2%-ით ძვირია წინა წელთან შედარებით (იგულისხმება წინა წლის იგივე თვე). ხაჭაპური ყველაზე ძვირი ქუთაისშია, სადაც ფასი 3.95 ლარია. 3.59 ლარით მეორე ადგილზეა თელავი.
2017 წლის იანვარში ხაჭაპურის ინდექსი კვლავ მიჰყვება სეზონურ მზარდ ტენდენციას და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ახალი საშუალო ფასი 3.67 ლარი გახდა. საშუალო ფასი 1.9%-ით მაღალია 2016 წლის იანვარში დაფიქსირებულ ფასზე. რაც შეეხება თვეების მიხედვით შეფასებას, ხაჭაპურის ფასი 1.3%-ით მეტია წინა თვეში (2016 წლის დეკემბერში) დაფიქსირებულ ფასზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2017 წლის 13 თებერვლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
„არაბული გაზაფხული მშიერთა რევოლუცია იყო,“ – ასე განაცხადა „ბოსტონ გლოუბის“ ჟურნალისტმა თენესის კამბანისმა 2011 წლის სტატიაში, სადაც ამტკიცებდა, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც საკვებზე წვდომა შეზღუდულია, „სასადილო მაგიდაზე შეტევა“ კარგი იდეა არ არის. იმისათვის, რომ ეჩვენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია საკვებზე ფასები, ის კიდევ უფრო შორს წავიდა – მკითხველებს შეახსენა, რომ ეგვიპტეში ფასების თითქმის 19%-იან ინფლაციას ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2017 წლის 6 თებერვლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.